თოვლის ბაბუა სხვადასხვა ქვეყნებში

© AP Photo / Elena Skochilo
გამოწერა
ახალ წელს ყველაზე სასურველი სტუმარი საქართველოში თოვლის ბაბუაა, რუსეთში - დედ მოროზი, აშშ-ში - სანტა კლაუსი, საფრანგეთში - პერ ნოელი. ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული წარმოუდგენელია ამ გმირების გარეშე.
„Sputnik–საქართველო" მოგითხრობთ, თუ როგორ გამოიყურებიან ახალი წლის მთავარი გმირები სხვადასხვა ქვეყნებში.
1. თოვლის ბაბუა — საქართველო. ამ თეთრწვერა ბაბუას შავი ან თეთრი ჩოხა აცვია და თეთრი ნაბადი აქვს მოხვეული, თავზე სვანური ქუდი ხურავს. ბავშვებისთვის საჩუქრები დიდი ხურჯინით მოაქვს.
2. დედ მოროზი — რუსეთი. მას ხელში ხარისთავიანი ბროლის კვერთხი უჭირავს — ნაყოფიერებისა და ბედნიერების სიმბოლო. დაბრძანდება მოხატული მარხილით, რომელსაც ქათქათა ცხენების სამეული დააქროლებს. მას თან ახლავს შვილიშვილი — სნეგუროჩკა.

დედ მოროზის დაბადების დღის აღნიშვნა ველიკი უსტიუგში
© photo: Sputnik / ევგენი ბიატოვი
3. სანტა-კლაუსი — აშშ, კანადა, ავსტრალია, დასავლეთ ევროპა. სანტა-კლაუსს ქურქის ნაცვლად მოკლე წითელი ქურთუკი და წითელი შარვალი აცვია. თავზე წითელი გრძელი ქუდი ახურავს, ცხვირზე კი უცვლელი სათვალე. ცის კამარაზე სანტა ელფების გარემოცვით, საჩუქრებით სავსე მარხილით დაიარება, მარხილში კი ჩრდილოეთის ირმებია შებმული. სანტა კლაუსი საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ტოვებს, ასევე ბუხრის თავზე დაკიდებულ წინდებში. სახლში სანტა საკვამურის გავლით ხვდება.
4. იოლუპუკი — ფინეთი. გრძელთმიანი იოლუპუკი მაღალ კონუსური ფორმის წითელ ქუდს, წითელ სამოსსა და თხის ტყავს ატარებს. მასთან ერთად არიან ჯუჯები, წვეტიანი ქუდებითა და თეთრბეწვიანი მოსასხამებით. მისი ქოხი მთაზე დგას. მასში მისი ცოლი მუორი და ჯუჯები ცხოვრობენ.

ფინელი სანტა სახელად იოულუპუკი
© photo: Sputnik / პაველ ლისიცინი
5. იულუვანა — ესტონეთი. იულუვანა თავის ფინელ ნათესავს იოლუპიკის ჰგავს: გრძელი ჭაღარა თმები, თეთრი ქათქათა წვერი, წითელი ჯუბა და კონუსისებური ქუდი პომპონით. თხის ტყავი მას არ ახვევია, მაგრამ ჩრდილოეთის ირემი ჰყავს. მას დამხმარე ჯუჯები და ცოლიც ჰყავს — დედა ზამთარი.

დედ მოროზი და ესტონელი იულუვანა
© photo: Sputnik / ვადიმ ჟერნოვი
6. სინტერ კლაასი — ჰოლანდია. ის შავკანიანი მოსამსახურეების თანხლებით გემით ჩამოდის. სინტერ კლაასი თეთრწვერა და თეთრთმიანი მოხუცია, წითელი მოსასხამით და თავსაბურავით, ქალაქში თეთრ ცხენზე ამხედრებული დადის. მას დიდი წიგნი აქვს, სადაც ჩაწერილია ყველა ბავშვის სახელები, მათი მისამართები და საჩუქრები.

სინტერკლაასი თავის თანამგზავრ შავ პიტთან ერთად
© © AFP/ REMKO DE WAAL
7. პერ-ნოელი და წმინდა შალანდი — საფრანგეთი. საფრანგეთში ორი თოვლის ბაბუაა. ერთს პერ-ნოელი ჰქვია. ის კეთილია და ბავშვებისთვის კალათით საჩუქრები მოაქვს. მეორეს შალანდი ჰქვია, ამ წვერებიან მოხუცს ბეწვის ქუდი და თბილი სამგზავრო ლაბადა აცვია. მას კალათაში ურჩი და ზარმაცი ბავშვებისთვის როზგი აქვს შენახული.

პერ ნოელი
© © AFP/ MYCHELE DANIAU
8. კახანდ პაპი — სომხეთი. სომხურ თოვლის ბაბუას ზღაპრული არსებები ახლავს: ხმაურიანი და აქტიური პატარა კაცუნები და არალეზები — ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხოველები. კახანდ პაპი ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. მას შვილიშვილი ძიუნანუშიკი ეხმარება.

კახანდ პაპი
© photo: Sputnik / ასატურ ესაიანცი
9. კორბობო — უზბეკეთი. მას ეროვნული ქსოვილისგან შეკერილი ზოლიანი ხალათი აცვია და წითელი საზეიმო „ტიუბეტეიკა“ ახურავს. კორბობოს შვილიშვილი კორკიზი ახლავს. სატრანსპორტო საშუალებად ის პატარა ვირს იყენებს.

კორბობო
© photo: Sputnik / რომან ხასაევი
10. ზიუზია — ბელარუსი. გამოსახულია როგორც დაბალი მელოტი ბაბუა, გრძელი ჭაღარა წვერით. დადის ფეხშიშველა, უქუდოდ, თეთრი ტყაპუჭით. ხელთ რკინის კვერთხი უპყრია. მისი სუნთქვა — ძლიერი ყინვაა. მისი ცრემლები — ლოლუებია. თრთვილი — მისი გაყინული სიტყვებია. თმები კი — თოვლიანი ღრუბლები. მას ის ადამიანები არ უყვარს, რომლებიც ყინვას უჩივიან.
11. სენიალის შალტისი, კალედუ სენიალისი და კალედა — ლიტვა
ლიტვაში თოვლის ბაბუის როლს რამდენიმე პერსონაჟი ასრულებს. ბავშვებთან მიდის სენიალის შალტისი, მას მოკლე ქურქი და ნაქსოვი ხელთათმანები აცვია. მის გარდა საშობაოდ სახლებში საშობაო ბაბუა — კალედუ სენიალისი ჩნდება. ასევე ძალიან პოპულარულია ფოლკლორული პერსონაჟი, ლეგენდების და თქმულებების გმირი — კალედა, თეთრ ქურქში გამოწყობილი ბაბუა.
12. მოშ კრეჩუნი — მოლდოვა

რუმინელი მასწავლებელი სანტა კლაუსის ფორმაში ბუქარესტში
© AP Photo / Vadim Ghirda
მოშ კრეჩუნსაც ულვაშები და წვერი აქვს. აცვია წითელი ორნამენტიანი ტყაპუჭი, ზურგზე ტომარა, რომელსაც დესაგა ეწოდება. ყველაფერს ეროვნული ორნამენტები ამშვენებს. თავზე ახურია ცხვრის ბეწვის ქუდი, ფეხზე ნაბდის ჩექმების ნაცვლად ეროვნული ფეხსაცმელი „პოსტოლები“ აცვია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


