https://sputnik-georgia.com/20251228/sasamartlom-2-pirs-patimroba-sheuparda-296391717.html
ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
27 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 4 პირი დააკავეს, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 11... 28.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-28T19:37+0400
2025-12-28T19:37+0400
2025-12-28T19:37+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვა, დაცვის მხარემ კი 10000 - 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა - მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.აღნიშნულ საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა.27 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უწყებამ ქვეყანაში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიება ჩაატარა- 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიომასალები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ქრთამის აღებას, თაღლითობას და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ეხება.დღეს გამართული სასამართლო პროცესი ეხებოდა აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს - კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს, რომლისთვისაც დაკავებული არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
27 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 4 პირი დააკავეს, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი,
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვა, დაცვის მხარემ კი 10000 - 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა - მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა.
27 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უწყებამ ქვეყანაში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიება ჩაატარა- 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიომასალები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ქრთამის აღებას, თაღლითობას და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ეხება.
დღეს გამართული სასამართლო პროცესი ეხებოდა აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს - კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს, რომლისთვისაც დაკავებული არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.