https://sputnik-georgia.com/20251228/rusetis-patriarqi-ilia-meores-agsakdrebis-wlistavs-ulocavs-296386673.html
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
Sputnik საქართველო
ილია მეორე, რომელსაც 4 იანვარს 93 წელი შეუსრულდება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 48 წელია სათავეში უდგას 28.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-28T13:53+0400
2025-12-28T13:53+0400
2025-12-28T13:53+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის მრავალწლიანი წინამძღოლობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისმოშიში მსახურების მაგალითია, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების 48 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვაში.25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა.ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
ილია მეორე, რომელსაც 4 იანვარს 93 წელი შეუსრულდება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 48 წელია სათავეში უდგას
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის მრავალწლიანი წინამძღოლობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისმოშიში მსახურების მაგალითია, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების 48 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვაში.
25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. გულწრფელად გილოცავთ საქართველოს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების წლისთავს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისმოშიში მსახურების მაგალითია. თქვენ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში დაიმსახურეთ: თქვენ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივს გცემენ, როგორც გულმოდგინე მთავარეპისკოპოსსა და გულმხურვალე მლოცველს", - ნათქვამია მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.