https://sputnik-georgia.com/20251228/putini-tu-kievs-ar-surs-mshvidoba-ruseti-amocanas-sheiaragebuli-gzit-gadachris-296389132.html
პუტინი: თუ კიევს არ სურს მშვიდობა, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის
პუტინი: თუ კიევს არ სურს მშვიდობა, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის გადატრიალების შემდეგ დაიწყო და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინის... 28.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-28T17:42+0400
2025-12-28T17:42+0400
2025-12-28T17:42+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296270046_0:0:3025:1702_1920x0_80_0_0_7f28ae64301db8616f5e1fb296a3b0e7.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. თუ კიევი არ მოისურვებს საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალების სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს, სადაც მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება.„შეტევების ტემპების გათვალისწინებით, ჩვენი დაინტერესება, რომ უკრაინული სამხედრო ფორმირებები მათ მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობით გავიდნენ, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება“, – განაცხადა პუტინმა.სამეთაური პუნქტში პუტინმა მოისმინა სამხედროების ანგარიში დონეცკის ოლქში ქალაქ მირნოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქში გულიაიპოლეს დაკავების შესახებ.მისი თქმით, კიევში არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.„უკრაინა თუ არ ისურვებს საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის", - განაცხადა პუტინმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კიევის ხელისუფლება მოსკოვისთვის დროულად რომ მოესმინა.პუტინის თქმით, დაპირისპირება და სამხედრო მოქმედებები 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განვითარდა და ეს მოვლენები კონფლიქტის საწყისი წერტილი გახდა.გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კონფლიქტის ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის განუყოფელი ნაწილი და სუბიექტები არიან.27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის „წითელი ხაზები“ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296270046_294:0:3025:2048_1920x0_80_0_0_b33a861ba00188d6e80b0e11e1c2bb6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
პუტინი: თუ კიევს არ სურს მშვიდობა, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის გადატრიალების შემდეგ დაიწყო და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინის ხელისუფლება რუსეთისთვის რომ მოესმინა.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. თუ კიევი არ მოისურვებს საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალების სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს, სადაც მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება.
„შეტევების ტემპების გათვალისწინებით, ჩვენი დაინტერესება, რომ უკრაინული სამხედრო ფორმირებები მათ მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობით გავიდნენ, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება“, – განაცხადა პუტინმა.
სამეთაური პუნქტში პუტინმა მოისმინა სამხედროების ანგარიში დონეცკის ოლქში ქალაქ მირნოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქში გულიაიპოლეს დაკავების შესახებ.
„დასავლეთში „ჭკვიანი ადამიანები“ კიევს კონფლიქტის დასასრულებლად ღირსეული პირობების მიღებას ურჩევენ. გარდა ამისა, დასავლეთი კიევის ხელისუფლებას „კარგ საბაზისო პირობებს სთავაზობს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, ასევე პირობებს უკრაინის ეკონომიკისა და რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კიევში არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.
„უკრაინა თუ არ ისურვებს საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის", - განაცხადა პუტინმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კიევის ხელისუფლება მოსკოვისთვის დროულად რომ მოესმინა.
პუტინის თქმით, დაპირისპირება და სამხედრო მოქმედებები 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განვითარდა და ეს მოვლენები კონფლიქტის საწყისი წერტილი გახდა.
გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კონფლიქტის ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის განუყოფელი ნაწილი და სუბიექტები არიან.
27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის „წითელი ხაზები“ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.