https://sputnik-georgia.com/20251228/brijit-bardo-gardaicvala-296390297.html
ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში. 28.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-28T14:48+0400
2025-12-28T14:48+0400
2025-12-28T14:48+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/30/237513006_0:720:2241:1981_1920x0_80_0_0_6cf7c503839195a92a3c50efaa8c602c.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება უცხოური მედია.ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. ის თავდაპირველად ბალეტით იყო დაკავებული, შემდეგ გახდა ფოტომოდელი და მსახიობი. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. მას პოპულარობა მოუტანა კინოსურათმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომლის რეჟისორიც როჟე ვადიმია.ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში.მსახიობმა წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.1980-იანი წლებიდან ბრიჯიტ ბარდო იყო ცხოველების აქტიური დამცველი. 1987 წელს მან დააფუძნა ფონდი, რომელიც ცხოველებს იცავდა და ამ მიზნით სამი მილიონი ფრანკი შეაგროვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/30/237513006_0:510:2241:2191_1920x0_80_0_0_48d313d789031873f06b9342843c52ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება უცხოური მედია.
ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. ის თავდაპირველად ბალეტით იყო დაკავებული, შემდეგ გახდა ფოტომოდელი და მსახიობი.
მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. მას პოპულარობა მოუტანა კინოსურათმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომლის რეჟისორიც როჟე ვადიმია.
ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში.
მსახიობმა წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.
1980-იანი წლებიდან ბრიჯიტ ბარდო იყო ცხოველების აქტიური დამცველი. 1987 წელს მან დააფუძნა ფონდი, რომელიც ცხოველებს იცავდა და ამ მიზნით სამი მილიონი ფრანკი შეაგროვა.