https://sputnik-georgia.com/20251227/saqartvelos-mtavrobas-tarifebis-senarcunebis-imedi-aqvs-296371778.html
საქართველოს მთავრობას ტარიფების შენარჩუნების იმედი აქვს
საქართველოს მთავრობას ტარიფების შენარჩუნების იმედი აქვს
Sputnik საქართველო
სემეკი გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს 29 დეკემბერს განიხილავს 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T10:57+0400
2025-12-27T10:57+0400
2025-12-27T10:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
სემეკი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283602854_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_679ec6dcb7fe28bf27d7f9d70dc8959b.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში გაზის მოქმედი ტარიფი შენარჩუნდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სემეკი გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს 29 დეკემბერს განიხილავს, ახალი ტარიფები ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ელექტროენერგიის არსებული ტარიფი შენარჩუნდეს.მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ენერგოსექტორთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 15 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 19, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,5 თეთრი.რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 0,14731 ლარი, 301 კვტ/სთ-მდე – 0,15707 ლარი, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 0,23227 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283602854_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7018b671823d32760d6f1b59d4506548.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობას ტარიფების შენარჩუნების იმედი აქვს
სემეკი გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს 29 დეკემბერს განიხილავს
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში გაზის მოქმედი ტარიფი შენარჩუნდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სემეკი გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს 29 დეკემბერს განიხილავს, ახალი ტარიფები ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
„ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, რაც ასევე მარტივი არ იყო გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო დონეზე გაზზე ფასები გაიზარდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ელექტროენერგიის არსებული ტარიფი შენარჩუნდეს.
„რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქაც არის ფასების ზრდა საერთაშორისო დონეზე, თუმცა აქაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული პრაქტიკების შემსუბუქების, ცვლილების საფუძველზე შევინარჩუნოთ არსებული ტარიფები, ამაზეც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ენერგოსექტორთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 15 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 19, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,5 თეთრი.
რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 0,14731 ლარი, 301 კვტ/სთ-მდე – 0,15707 ლარი, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 0,23227 ლარი.