https://sputnik-georgia.com/20251227/ra-vitarebaa-saqartvelos-gzebze-bolo-monacemebi-296374229.html
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა. 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T13:54+0400
2025-12-27T13:54+0400
2025-12-27T13:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286596029_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_be3ac7bd4f06fae2c44abe957d92eaa1.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. კერზოდ, ინტენსიური თოვის გამო, უშგული-ლასდილი მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 185-190 -ე კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჯვარი-უშგული მონაკვეთზე (გზის 30-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი (საავტომობილო გზის 1-30-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ) შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286596029_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c771a1a1d0f0abd62dba21edaa0c6355.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერზოდ, ინტენსიური თოვის გამო, უშგული-ლასდილი მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 185-190 -ე კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჯვარი-უშგული მონაკვეთზე (გზის 30-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი (საავტომობილო გზის 1-30-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ) შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.