https://sputnik-georgia.com/20251227/ra-semosavali-miiro-saqartvelom-rvinis-eqsportit-axali-monacemebi-296371942.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტით - ახალი მონაცემები
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტით - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T11:41+0400
2025-12-27T11:41+0400
2025-12-27T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 2 7 დეკემბერი — Sputnik.2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 502,5 მლნ დოლარის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.გარდა ამისა, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად წლებია რუსეთი რჩება, 2025 წლის 11 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში 156,7 მილიონი დოლარის ღირებულების 56 ათასი ტონა ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,1%-ით ნაკლებია.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ საქმიანობაზე სააგენტომ 17,4 მლნ ლარი დახარჯა, რაც 2024 წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტით - ახალი მონაცემები
მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო
თბილისი, 2 7 დეკემბერი — Sputnik.2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 502,5 მლნ დოლარის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.
გარდა ამისა, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.
ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად წლებია რუსეთი რჩება, 2025 წლის 11 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში 156,7 მილიონი დოლარის ღირებულების 56 ათასი ტონა ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,1%-ით ნაკლებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ საქმიანობაზე სააგენტომ 17,4 მლნ ლარი დახარჯა, რაც 2024 წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.