https://sputnik-georgia.com/20251227/jarimebi-xmaurze-296375541.html
საქართველოში მძღოლებს ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებისთვის 1 იანვრიდან დააჯარიმებენ
საქართველოში მძღოლებს ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებისთვის 1 იანვრიდან დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო. 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T17:22+0400
2025-12-27T17:22+0400
2025-12-27T17:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541057_0:0:1979:1114_1920x0_80_0_0_adff439a2f1b5b50ada58df683f5124c.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან მძღოლი დაჯარიმდება, თუ ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 80 დეციბალს (დბ) აღემატება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 200 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში თითოეულ განმეორებაზე ჯარიმა 300 ლარს შეადგენს.დღის საათებად მიჩნეულია დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის ამ წესით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დონე არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამოწმებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურს.პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან ყოველ ექვს თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541057_0:0:1757:1317_1920x0_80_0_0_12da6c88c3c1915339a3f804bef9684b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ვითარება გზებზე
საქართველოში მძღოლებს ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებისთვის 1 იანვრიდან დააჯარიმებენ
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან მძღოლი დაჯარიმდება, თუ ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 80 დეციბალს (დბ) აღემატება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნის
ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 200 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში თითოეულ განმეორებაზე ჯარიმა 300 ლარს შეადგენს.
დღის საათებად მიჩნეულია დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის ამ წესით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით.
თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დონე არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამოწმებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურს.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.
ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან ყოველ ექვს თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ.