https://sputnik-georgia.com/20251226/rogor-afaseben-saqartvelosi-faswarmoqmnis-semowmebis-iniciativas-296359980.html
როგორ აფასებენ საქართველოში ფასწარმოქმნის შემოწმების ინიციატივა
როგორ აფასებენ საქართველოში ფასწარმოქმნის შემოწმების ინიციატივა
Sputnik საქართველო
საქართველოში შესადარისი პროდუქტების ღირებულება 20%-180%-ით მეტია, ვიდრე ევროპულ ქსელურ მაღაზიებში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T13:57+0400
2025-12-26T13:57+0400
2025-12-26T13:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_0:0:3110:1750_1920x0_80_0_0_05ce026e73b4c6c9550b5f3426e41910.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და სურსათის ფასწარმოქმნის მონიტორინგი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, აცხადებენ ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და შესაძლოა კარტელური გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ფასწარმოქმნის საკითხს დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან.მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული.„როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.მისი თქმით, ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას.ხოლო ეკონომიკის სამინისტროში კვების პროდუქტებით ვაჭრობის სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.„საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.ცინცაძის თქმით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.„ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.ბიზნეს-სექტორში კი მთავრობის აღნიშნული ინიციატივით ყველა როდია კმაყოფილი.მისი თქმით, იმპორტზე შემოსული პროდუქცია არის ყოველთვის ძვირი, მას სჭირდება ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვადასხვა ხარჯები ახლავს თან.ხოლო საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების პრობლემას მთავრობა თავის დონეზე უნდა წყვეტდეს.ლაშა რიჟამაძე განმარტავს, არსებულ სიტუაციაზე უარყოფით გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. მათ შორის, საბანკო პროცენტი, რომელიც თუნდაც ევროპის მაგალითზე, 3 და 4%-ია, საქართველოში - 15%. ასევე, გაბარიტული საშუალებების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია გარკვეული ტიპის პროდუქციის ფასზე, რადგან ეს დამატებითი ხარჯი იყო ყველა კომპანიისთვის.მისი თქმით, არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებს.რიჟამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შემოიღოს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ფასებზეც აისახება.ამასთან, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები მზად არიან საჯაროდ განიხილონ ფასწარმოქმნის საკითხი. მათი თქმით, მზად არიან აჩვენონ, თუ როგორ ყალიბდება ფასები საქართველოს სასურსათო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემა კი გადაუჭრელი დარჩება.საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_23246f0b9f4153a5ba5dcc8229cade38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კომპანიების ახალი ამბები
როგორ აფასებენ საქართველოში ფასწარმოქმნის შემოწმების ინიციატივა
საქართველოში შესადარისი პროდუქტების ღირებულება 20%-180%-ით მეტია, ვიდრე ევროპულ ქსელურ მაღაზიებში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და სურსათის ფასწარმოქმნის მონიტორინგი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, აცხადებენ ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და შესაძლოა კარტელური გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ფასწარმოქმნის საკითხს დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა და ასეთი ტიპის მონიტორინგი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შემდგომ შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობის მეტად უზრუნველყოფას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული.
„როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას.
„მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტელური გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, - აუცილებელია ქმედება", - აცხადებს ნათია თურნავა.
ხოლო ეკონომიკის სამინისტროში კვების პროდუქტებით ვაჭრობის სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
„საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ბიზნეს-სექტორში კი მთავრობის აღნიშნული ინიციატივით ყველა როდია კმაყოფილი.
„ფასებთან დაკავშირებით არსებული ტენდენცია, პირველ რიგში, ინფლაციის ბრალია; მეორე, ყველაზე მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ ადგილობრივი წარმოება არის ცუდ მდგომარეობაში და განადგურების პირას არის სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგი; იმპორტი არის ჭარბი რაოდენობით და ადგილობრივი წარმოება იმდენად სუსტია, რომ ექსპორტზე გატანის ნაცვლად, იმპორტზე შემოგვაქვს ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული“, - აცხადებს „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
მისი თქმით, იმპორტზე შემოსული პროდუქცია არის ყოველთვის ძვირი, მას სჭირდება ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვადასხვა ხარჯები ახლავს თან.
„რითეილ სექტორი როგორ აძვირებს (შიდა კორუფცია აქვთ მაგათ), ეს არის გარკვეული ფაქტორი, მაგრამ არა გადამწყვეტი პროდუქტზე ფასების ზრდისთვის“, - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.
ხოლო საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების პრობლემას მთავრობა თავის დონეზე უნდა წყვეტდეს.
ლაშა რიჟამაძე განმარტავს, არსებულ სიტუაციაზე უარყოფით გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. მათ შორის, საბანკო პროცენტი, რომელიც თუნდაც ევროპის მაგალითზე, 3 და 4%-ია, საქართველოში - 15%. ასევე, გაბარიტული საშუალებების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია გარკვეული ტიპის პროდუქციის ფასზე, რადგან ეს დამატებითი ხარჯი იყო ყველა კომპანიისთვის.
მისი თქმით, არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებს.
რიჟამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შემოიღოს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ფასებზეც აისახება.
ამასთან, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები მზად არიან საჯაროდ განიხილონ ფასწარმოქმნის საკითხი. მათი თქმით, მზად არიან აჩვენონ, თუ როგორ ყალიბდება ფასები საქართველოს სასურსათო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემა კი გადაუჭრელი დარჩება.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.