https://sputnik-georgia.com/20251226/radikalizmi-klavs-demokratias-premieri-296365619.html
რადიკალიზმი კლავს დემოკრატიას - პრემიერი
რადიკალიზმი კლავს დემოკრატიას - პრემიერი
Sputnik საქართველო
რადიკალური ოპოზიციური პარტიები ქმნიან არაჯანსაღ გარემოს, რაც ხელს უშლის ახალი პოლიტიკური აქტორების ჩამოყალიბებას. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T17:10+0400
2025-12-26T17:10+0400
2025-12-26T17:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295207334_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_6b0a31c4593468a4233e8f87f08e6698.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. პოლიტიკაში რადიკალური პარტიების არსებობა ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას და მხოლოდ რადიკალიზმის, სიძულვილისა და აგრესიული რიტორიკის აღმოფხვრა შექმნის პირობებს საქართველოში სრულფასოვანი და ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო. სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს".პრემიერის თქმით, ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, და, მისი თქმით, ის სამართლებრივად არის სრულად გამყარებული.„დღემდე ჩვენ ვრჩებოდით პოლარიზაციის, ორპოლუსიანობის ჩაკეტილ წრეში, ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – ერთი ხელიდან, გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.მისი თქმით, მაღალი ხარისხის სიძულვილისა და ზიზღის გამო ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას".პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295207334_75:0:1974:1424_1920x0_80_0_0_beaf6e3fdd4ec60513ac04a158f6b8b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
რადიკალიზმი კლავს დემოკრატიას - პრემიერი
რადიკალური ოპოზიციური პარტიები ქმნიან არაჯანსაღ გარემოს, რაც ხელს უშლის ახალი პოლიტიკური აქტორების ჩამოყალიბებას.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. პოლიტიკაში რადიკალური პარტიების არსებობა ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას და მხოლოდ რადიკალიზმის, სიძულვილისა და აგრესიული რიტორიკის აღმოფხვრა შექმნის პირობებს საქართველოში სრულფასოვანი და ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო. სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს".
„ვიდრე ასეთი პარტიები რჩებიან პოლიტიკურ სისტემაში, ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბოლომდე ვერასოდეს გაჯანსაღდება. საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, და, მისი თქმით, ის სამართლებრივად არის სრულად გამყარებული.
„დღემდე ჩვენ ვრჩებოდით პოლარიზაციის, ორპოლუსიანობის ჩაკეტილ წრეში, ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – ერთი ხელიდან, გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.
მისი თქმით, მაღალი ხარისხის სიძულვილისა და ზიზღის გამო ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში.
„როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური ძალებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას".
პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.