https://sputnik-georgia.com/20251226/ra-vitarebaa-saqartvelos-gzebze-bolo-monacemebi-296359117.html
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T13:21+0400
2025-12-26T13:21+0400
2025-12-26T13:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/05/290752094_0:104:1600:1004_1920x0_80_0_0_41974759b7b6ad7f3317297af197b9fd.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. კერძოდ, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროისთვის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი). აღნიშნულ გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დღეს დილით შეიზღუდა. თოვლის და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შატილისკენ მიმავალ გზაზეც. კერძოდ, კორშა-შატილის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჟინვალი-კორშას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-52-ე კმ) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/05/290752094_63:0:1538:1106_1920x0_80_0_0_1a2ebda9a9d715dcfb992782f4f94295.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი). აღნიშნულ გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დღეს დილით შეიზღუდა.
თოვლის და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შატილისკენ მიმავალ გზაზეც. კერძოდ, კორშა-შატილის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჟინვალი-კორშას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-52-ე კმ) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.