https://sputnik-georgia.com/20251226/qartuli-ocnebis-axalgarduli-organizaciis-tavmjdomared-varlam-liparteliani-aircies-296365905.html
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
Sputnik საქართველო
ყრილობაზე დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრებიც. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T17:56+0400
2025-12-26T17:56+0400
2025-12-26T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23245/74/232457450_0:145:2813:1727_1920x0_80_0_0_a1bf69f1ac2d519baf05adfbaeb9d26d.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო "პარაგრაფში" გაიმართა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი. ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ასევე პარტიის სამფუძნბლისადა საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.ყოფილმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ლიპარტელიანი 2024 წლიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. ლიპარტელიანმა გუნდს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის. ყრილობაზე დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი. 36 წლის ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ-მდე წონითი კატეგორია) სპორტული კარიერა გასული წლის მარტში დაასრულა. ის არის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23245/74/232457450_159:0:2655:1872_1920x0_80_0_0_23a0963a10d3795ec901b53c3d824da5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
ყრილობაზე დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრებიც.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.
მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო "პარაგრაფში" გაიმართა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი. ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ასევე პარტიის სამფუძნბლისადა საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.
ყოფილმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ლიპარტელიანი 2024 წლიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის.
„მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი, უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია", – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ლიპარტელიანმა გუნდს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის.
ყრილობაზე დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.
36 წლის ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ-მდე წონითი კატეგორია) სპორტული კარიერა გასული წლის მარტში დაასრულა. ის არის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი.