https://sputnik-georgia.com/20251226/marneulsa-da-bolnissii-wiaris-ukanono-mopovebis-3-faqti-gamovlinda-296360848.html
მარნეულსა და ბოლნისში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინდა
მარნეულსა და ბოლნისში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინდა
Sputnik საქართველო
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აჭარბებს. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T16:29+0400
2025-12-26T16:29+0400
2025-12-26T16:29+0400
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/91/230419135_0:221:2099:1401_1920x0_80_0_0_36de6754fc26d6fda45f3d84c3e872be.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იმირსა და თამარისში სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 225 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლაგირში კი მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1835 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტი. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აჭარბებს. უწყების ცნობით, რადგან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/91/230419135_0:24:2099:1598_1920x0_80_0_0_273a3f8a4b3219931d8ba168efcd871f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მარნეულსა და ბოლნისში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინდა
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აჭარბებს.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იმირსა და თამარისში სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 225 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლაგირში კი მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1835 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტი.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აჭარბებს.
უწყების ცნობით, რადგან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.