https://sputnik-georgia.com/20251226/kremli-ruseti-da-ass-dialoogs-gaagrzeleben-296367059.html
კრემლი: რუსეთი და აშშ დიალოგს გააგრძელებენ
კრემლი: რუსეთი და აშშ დიალოგს გააგრძელებენ
Sputnik საქართველო
კრემლმა ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს მედიასთან კომენტარის გაკეთებას კირილ დმიტრიევის მიერ უკრაინის საკითხის დარეგულირების შესახებ მოწოდებულ ინფორმაციაზე. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T19:59+0400
2025-12-26T19:59+0400
2025-12-26T19:59+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/04/296059167_0:283:2796:1855_1920x0_80_0_0_7f45c7c4c8c2e48eec0b27a609217bae.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერს რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების შესახებ კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელისა და რუსეთის პრეზიდენტის უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს გაეცნენ.პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა.„რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა. შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.პესკოვის თქმით, რუსულ მხარეს წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო ამერიკულ მხარეს - თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი.ერთი დღით ადრე კრემლმა განაცხადა, რომ აანალიზებდა მასალებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, რომლებიც დმიტრიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცა.ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-სთან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.კრემლმა ასევე განმარტა, რომ დმიტრიევის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/04/296059167_0:0:2636:1977_1920x0_80_0_0_2b696c9307a00ba0deb6c31105e30aea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
კრემლი: რუსეთი და აშშ დიალოგს გააგრძელებენ
კრემლმა ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს მედიასთან კომენტარის გაკეთებას კირილ დმიტრიევის მიერ უკრაინის საკითხის დარეგულირების შესახებ მოწოდებულ ინფორმაციაზე.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერს რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების შესახებ კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელისა და რუსეთის პრეზიდენტის უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს გაეცნენ.
პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა.
„რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა. შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვის თქმით, რუსულ მხარეს წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო ამერიკულ მხარეს - თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი.
ერთი დღით ადრე კრემლმა განაცხადა, რომ აანალიზებდა მასალებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, რომლებიც დმიტრიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-სთან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
კრემლმა ასევე განმარტა, რომ დმიტრიევის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.