დიპლომატებს პრაგმატულობა მართებთ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2025
გამოწერა
ცვალებადი მსოფლიო წესრიგი საქართველოს და მის დიპლომატიურ სამსახურს აიძულებს, კომპლექსური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა გაატარონ.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური სამსახური იყოს პრაგმატული და ორიენტირებული იყოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე საერთაშორისო ასპარეზზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიპლომატების კონფერენცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღონისძიებაზე 2025 წლის შედეგები შეაფასა.
„მოგეხსენებათ, არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა, საკმაოდ არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც ქვეყნის მიერ იდგმება საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი გზავნილები. იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია საინფორმაციო კამპანიებზე, ძალიან რთულია მწირი რესურსით გაუმკლავდე ამ შემოტევებს, რა შემოტევების ობიექტიც არის ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებულმა გეოპოლიტიკურმა და ქვეყნის შიგნით არსებულმა გამოწვევებმა დიპლომატიურ სამსახურს გარკვეული დარტყმები მიაყენა.
„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას შეუძლია სტაბილური, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ეკონტაქტება ყველას, ვისაც ურთიერთობა სურს.
წლის დიპლომატიური შედეგები
2025 წლისთვის საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან უწინდებური მჭიდრო ურთიერთობების აღდგენა. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ დიალოგისთვის გაცხადებული მზადყოფნისა და განცხადებების დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ სანქციები დააწესა ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ამავდროულად, საქართველო აგრძელებს დიალოგს ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან - სერბეთთან და უნგრეთთან - და აქტიურად ამყარებს ურთიერთობებს აღმოსავლურ და მეზობელ ქვეყნებთან, ავითარებს თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების ფარგლებში.
განსაკუთრებული პროგრესი აღინიშნა ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობების განვითარებაში.
რუსეთთან ურთიერთობები უცვლელი რჩება. ქვეყნები ინარჩუნებენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჯერ არ განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0