https://sputnik-georgia.com/20251225/uwmindesis-rvawli-seufasebelia-ivanisvilma-ilia-meores-arsaydrebis-iubile-miuloca-296343125.html
შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი: ივანიშვილმა ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე მიულოცა
შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი: ივანიშვილმა ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე მიულოცა
Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა. 25.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-25T16:12+0400
2025-12-25T16:12+0400
2025-12-25T16:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24692/32/246923245_0:300:1400:1088_1920x0_80_0_0_5f9b0177cd52ef869fe0cfb518f24e36.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავი მიულოცა. დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. "ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის", - წერს ბიძინა ივანიშვილი. პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.). პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24692/32/246923245_0:169:1400:1219_1920x0_80_0_0_7632fd7c71e295b129c795d618631d75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რელიგია
შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი: ივანიშვილმა ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე მიულოცა
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავი მიულოცა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა.
„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს", - წერს ივანიშვილი მისალოც წერილში.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.
"ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის", - წერს ბიძინა ივანიშვილი.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.