https://sputnik-georgia.com/20251225/saqartvelos-pirveli-pirebi-katolikeebs-sobis-dresaswauls-ulocaven-296340712.html
საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავენ
საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავენ
Sputnik საქართველო
რომის კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს გრიგორიანული კალენდრით - 25 დეკემბერს. 25.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-25T12:59+0400
2025-12-25T12:59+0400
2025-12-25T12:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250455788_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_f736145a4a30d6dae6de31e08c11391a.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შობის დღესასწაული მიულოცეს ქრისტიანების იმ ნაწილს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია შესრულდა. ყაველაშვილმა შობა მიულოცა მოქალაქეებს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შობა არის სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაული. „ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას", – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში. მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა კათოლიკეებს თბილისის მერმა კახა კალაძემაც. შობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც, უმეტესად, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250455788_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_48bccd87814d69e1de9c16a0ae454204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, რელიგია
საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავენ
რომის კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს გრიგორიანული კალენდრით - 25 დეკემბერს.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შობის დღესასწაული მიულოცეს ქრისტიანების იმ ნაწილს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას.
მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია შესრულდა.
„ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ყაველაშვილმა შობა მიულოცა მოქალაქეებს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შობა არის სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაული.
„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას", – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.
მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა კათოლიკეებს თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს! მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიკეთის, განახლებისა და იმედის სიმბოლო და მას გამორჩეულად ზეიმობს ყველა ქრისტიანი. დაე, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში!" - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
შობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც, უმეტესად, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.