როგორ იმუშავებენ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

© photo: Sputnik / Stringerმომსახურების სააგენტო
მომსახურების სააგენტო - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2025
გამოწერა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უქმე დღეები ეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს მასშტაბით 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა 23 დეკემბერს მოაწერა ხელი.
„გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უქმე დღეები შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეებია.
ყველა ახალი ამბავი
0