პენიტენციური დაწესებულებები 29 დეკემბერიდან საახალწლო ამანათებს მიიღებენ

© Special Penitentiary Service of Georgiaსპეციალურად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი პრადა ამოწმებს პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს.
სპეციალურად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი პრადა ამოწმებს პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს. - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2025
გამოწერა
ამანათების მიღება დაწესებულებებში სამი დღე გაგრძელდება.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
უწყება აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
ხორცი შემწვარი ან მოხარშული - 3კგ;
გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი;
ქათამი შემწვარი ან მოხარშული - 3 კგ;
ყველი - 3 კგ;
ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
გოზინაყი - 500 გრამი;
კიტრი და პომიდორი 2-2 კგ;
ჩურჩხელა - 5 ცალი
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 10,7 ათასი პატიმარია. მათ ძირითად ნაწილს მამაკაცები შეადგენენ.
პატიმართა ძირითად ნაწილს 30-50 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე ასზე მეტი არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 86 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0