ელექტროენერგიის ახალი ტარიფები შეეხება როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს - ნარმანია

© photo: Sputnikდენის მრიცხველები
დენის მრიცხველები - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2025
გამოწერა
განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, მოხმარება კი იზრდება, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა შეეხება როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნეს სექტორს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარედ, დავით ნარმანიამ.
კომისია გამანაწილებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე 29 დეკემბერს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას განიხილავს - ახალი ტარიფები 2026 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.
„ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს, ბიზნესს შეეხება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მან ასევე განმარტა, როგორ ყალიბდება ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში.
„სამომხმარებლო ტარიფი რასაც ჩვენ ვეძახით, ორი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი, ანუ საკუთრივ ენერგიის ღირებულება. მარეგულირებელი კომისია ორივე ტარიფს ადგენს და შემდეგ მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთი მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, მოხმარება კი იზრდება.
„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტარიფზე აისახება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 15 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 19, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,5 თეთრი.
რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 0,14731 ლარი, 301 კვტ/სთ-მდე – 0,15707 ლარი, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 0,23227 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0