https://sputnik-georgia.com/20251225/didi-odenobit-tanxis-dauflebis-faqtze-ert-pirs-brali-waredgina-296347781.html
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-25T20:32+0400
2025-12-25T20:32+0400
2025-12-25T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების ცნობით, 2025 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა საცხოვრებელ სახლებს. "ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 72,5 ათასი ლარი ჩაარიცხვინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს", - ნათქვამია განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2025 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა საცხოვრებელ სახლებს.
"ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 72,5 ათასი ლარი ჩაარიცხვინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.