ქონების გადასახადი: რამდენი მილიონი ლარით შეივსო ბიუჯეტი?

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც რეგისტრირებულია უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებები და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 1-ელ ნოემბამდე უნდა წარედგინათ, ხოლო ქონების გადასახადი გადაეხადათ არა უგვიანეს 17 ნოემბრისა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 32%-ით, ანუ 27 მილიონი ლარით მეტია.
ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 82.668,264 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 20.020,111 ლარი;
არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 11.189,120 ლარი.
საქართველოს კანონმდებლობით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად. შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
ყველა ახალი ამბავი
0