„ნატოს ცრუ იმედები": საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალიანსის პოლიტიკას დაცინვა უწოდა

© photo: Sputnikნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
პაპუაშვილი უკრაინის ნატოში გაწევრიანების ილუზიებთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებას გამოეხმაურა
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ეს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის, რადგან აღმოჩნდა რომ ნატოს „ღია კარის" პოლიტიკა სინამდვილეში ილუზია აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს შესახებ პირდაპირ არ საუბრობენ, უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია აშკარად ასახავს ამ პრობლემას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ადრე განაცხადა, რომ 2016 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა და არასდროს არსებობდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი.
„ეს არის სრული დაცინვა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც თავი გასწირა ნატოში გაწევრიანების იდეისთვის... ჯონსონის განცხადების შემდეგ, ქართველებიც იგივე იმედგაცრუებას უნდა განიცდიდნენ, რასაც უკრაინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ქართველებმა მსგავსი იმედგაცრუება 2008 წელს უკვე განიცადეს. მაშინ ქვეყანა უბრალოდ ნატოს „ღია კართან" კი არ დატოვეს, არამედ „ფანჯარაც გახსნეს, რომ ორპირი ქარი ყოფილიყო". ეს მოხდა მიუხედავად მაღალი ფასისა, რომელიც საქართველომ გადაიხადა ალიანსის წევრობის სურვილისთვის, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით.
„საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენზე პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ უკრაინის მიმართ ნათქვამი ჩვენს გასაგონადაც არის. ეს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის, რადგან აღმოჩნდა რომ „ღია კარის" პოლიტიკა სინამდვილეში ცრუ იმედების პოლიტიკა იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა დასძინა, ქართველები, შესაძლოა, ინტუიციურად გრძნობდნენ ნატოში გაწევრიანება რომ შეუძლებელი იყო, რადგანაც ხედავდნენ ხელოვნურ ბარიერებს. პაპუაშვილის თქმით, თუ დასავლეთის ქვეყნებს ნამდვილად სურდათ საქართველოს მიღება, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ჯერ კიდევ 2008 წელს. თუმცა, ამის ნაცვლად, მათი ყურადღება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე იყო კონცენტრირებული და ქვეყანა ამ მოვლენების ქაოსში დატოვეს.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.
2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
ყველა ახალი ამბავი
0