https://sputnik-georgia.com/20251224/mtavroba-investiciebis-shemodinebas-elis-296337075.html
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს მთავრობა ინვესტიციების შემოდინებას ელის
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს მთავრობა ინვესტიციების შემოდინებას ელის
Sputnik საქართველო
მთავრობის პრიორიტეტია ინვესტიციების მოზიდვა იმ სექტორებში, რომელთა განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T22:00+0400
2025-12-24T22:00+0400
2025-12-24T22:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_94bf74f33ea89f245fd8a3c65daa32c4.jpg
ТБИЛИСИ, 24 дек — Sputnik. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი იქნება საკმაოდ აქტიური ქვეყანაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი" მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა (+101,7%) და 533,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.მისი თქმით, პროექტების განხორციელების აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მომდევნო წლებში საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ.მთავრობის პრიორიტეტია ინვესტიციების მოზიდვა იმ სექტორებში, რომელთა განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_613b81873e80660ccdc7644d10acf89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს მთავრობა ინვესტიციების შემოდინებას ელის
მთავრობის პრიორიტეტია ინვესტიციების მოზიდვა იმ სექტორებში, რომელთა განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ТБИЛИСИ, 24 дек — Sputnik. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი იქნება საკმაოდ აქტიური ქვეყანაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი" მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა (+101,7%) და 533,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
„საქართველოს გააჩნია საკმაოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტები ე.წ. ფაიფლაინში, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა. მათ შორის აღვნიშნავდი თბილისის ახალი აეროპორტის პროექტს, რომელშიც საკმაოდ მზარდია კერძო სექტორის დაინტერესება. ანაკლიის პროექტი, რომლის კერძო პარტნიორის შერჩევაც მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია, წაახალისებს ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციებს და ფაქტობრივად იქნება მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის ზრდის კუთხით", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, პროექტების განხორციელების აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მომდევნო წლებში საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ.
მთავრობის პრიორიტეტია ინვესტიციების მოზიდვა იმ სექტორებში, რომელთა განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.