მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიევს არ სურს თავისი ჯარების გაყვანა, თუმცა ამის გაკეთებას რუსეთს სთავაზობს

© Пресс-служба президента Украиныვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
უკრაინული მხარე ტერიტორიულ დათმობებზე არ მიდის, თუმცა თავად ითხოვს მათ რუსეთისგან.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. კიევს არ სურს რუსეთის რეგიონებიდან ჯარების გაყვანა, თუმცა, რუსეთს სთავაზობს დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევსკიდან, სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან გასვლას, იუწყება РИА Новости უკრაინულ ტელეარხ Общественное-ზე დაყრდნობით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული სამშვიდობო გეგმის პროექტი ოთხშაბათს, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას წარადგინა.
„რუსეთის ფედერაცია დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევსკის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან თავის ჯარებს გაიყვანს, რათა ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს... დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ამ შეთანხმების თარიღის მიხედვით, ჯარების განლაგების ადგილი დე-ფაქტო კონტაქტის ხაზად იქნება აღიარებული", - ნათქვამია მასალაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კონფლიქტის ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის განუყოფელი ნაწილი და სუბიექტები არიან.
აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განცხადება გააკეთა. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის და ერთგული რჩება ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების.
2 დეკემბერს რუსეთის ლიდერმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მიიღო. მოსკოვში ვიზიტი უკრაინისთვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის განხილვას უკავშირდებოდა. კრემლში განაცხადეს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0