კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

© photo : Kindergarten Management Agency of Tbilisi / FBკახა გვანცელაძე
კახა გვანცელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი საქართველოში დიდი ხანია აღარ იმყოფება.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება ქართული მედია.
კახაბერ გვანცელაძე თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მან პოსტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2023 წლის აპრილში დატოვა.
კონკრეტულად რა მუხლით ედავება მას გამოძიება, უცნობია. როგორც გვანცელაძის ადვოკატმა განაცხადა, საქმის დეტალებზე დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების გათვალისწინებით ვერ ისაუბრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი საქართველოში დიდი ხანია აღარ იმყოფება.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახა გვანცელაძეც.
პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0