https://sputnik-georgia.com/20251224/kaladze-tbilisis-raionebi-unda-ganvitardes-296326823.html
თბილისის მერი: რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზეე
თბილისის მერი: რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზეე
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ქალაქის განვითარების შეჩერება და მშენებლობების აკრძალვა არასწორია. 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T12:25+0400
2025-12-24T12:25+0400
2025-12-24T12:25+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_0:0:2452:1379_1920x0_80_0_0_f20e7c1b583a594bab62b5b5356e5db5.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა და საქმეებზე გასვლა არ მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.პიკის საათებში საცობები თბილისის მთავარი პრობლემაა, გარდა ამისა, ამ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადატვირთულია, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.მერმა სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად, 2012 წელს თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი -დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა. მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა.თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: დამატებითი ავტობუსების შეძენა, მეტროპოლიტენის ქსელის განვითარება და ტრამვაის ხაზის მშენებლობა.მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეტროს სადგურებისა და ტრამვაის ხაზების მშენებლობას დრო დასჭირდება, ახალი ავტობუსები თბილისში უკვე 2026 წლიდან დაიწყებენ კურსირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_276:0:2452:1632_1920x0_80_0_0_e1bc06f2e814b1c271768795d7024af5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერი: რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზეე
კალაძის თქმით, იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ქალაქის განვითარების შეჩერება და მშენებლობების აკრძალვა არასწორია.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა და საქმეებზე გასვლა არ მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პიკის საათებში საცობები თბილისის მთავარი პრობლემაა, გარდა ამისა, ამ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადატვირთულია, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაიონები ისე განვითარდეს, მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა - ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე: სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული სახლები, სამსახური და ა.შ. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს ვერ იქნება შესრულებული, რადგან სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი სრულად შესაძლებელია", - განაცხადა კალაძემ.
მერმა სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად, 2012 წელს თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი -დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა.
„კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ მას? იმას ხომ ვერ გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, სამშენებლო სამუშაოები და ავკრძალოთ კორპუსების მშენებლობა? ეს წარმოუდგენელია და არასწორი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: დამატებითი ავტობუსების შეძენა, მეტროპოლიტენის ქსელის განვითარება და ტრამვაის ხაზის მშენებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეტროს სადგურებისა და ტრამვაის ხაზების მშენებლობას დრო დასჭირდება, ახალი ავტობუსები თბილისში უკვე 2026 წლიდან დაიწყებენ კურსირებას.