https://sputnik-georgia.com/20251224/kaladze-moqalaqeebis-migebas-4-ianvridan-ganaaxlebs-296331002.html
თბილისის მერთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
თბილისის მერთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება. 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T15:37+0400
2025-12-24T15:37+0400
2025-12-24T15:37+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს 2026 წლის 14 იანვრიდან განაახლებს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კახა კალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს 12 ნოემბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მართავს. მერთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში შეიტანონ განაცხადი შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის. მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან. თუ რა პროცედურებია გასავლელი თბილისის მერთან პირისპირ შესახვედრად, ამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე 032 2722222 შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
მერიის ინფორმაციით, ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს 2026 წლის 14 იანვრიდან განაახლებს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს 12 ნოემბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მართავს.
„შეხვედრებზე ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან საახალწლო დღესასწაულების პერიოდში აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
მერთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში შეიტანონ განაცხადი შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის. მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან.
თუ რა პროცედურებია გასავლელი თბილისის მერთან პირისპირ შესახვედრად, ამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე 032 2722222 შეუძლიათ.