ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება: გიორგი კანდელაკი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებული პირები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენსა და ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკს, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში, სპეციალურ მოწყობილ ფართში აღმოაჩინა სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 ათასზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე წლების განმავლობაში სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად კი იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებასა და სასაქონლო ნიშნებს.
კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA .
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე 196-ე (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0