https://sputnik-georgia.com/20251224/cincadze-saqartvelo-ekonomikis-zrdis-kutxit-lideri-iqneba-296328629.html
მინისტრის მოადგილე: 2025-2030 წლებში საქართველო ეკონომიკის ზრდის კუთხით ლიდერი იქნება
მინისტრის მოადგილე: 2025-2030 წლებში საქართველო ეკონომიკის ზრდის კუთხით ლიდერი იქნება
Sputnik საქართველო
ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც განაპირობებს ბოლო წლებში არსებულ მაღალ ეკონომიკურ... 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T12:52+0400
2025-12-24T12:52+0400
2025-12-24T12:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bbda5c77295bde172163150d754f5428.png
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა. მთავრობის ვარაუდით, 2025 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდა 7,3% იქნება.მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი.„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულმა საქმიანობამ.კლება მშენებლობის, სამთომომპოვებელი და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,7%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_6aa6aecdd3aafeada3f627b4919c95f2.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: 2025-2030 წლებში საქართველო ეკონომიკის ზრდის კუთხით ლიდერი იქნება
ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც განაპირობებს ბოლო წლებში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა. მთავრობის ვარაუდით, 2025 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდა 7,3% იქნება.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნულ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი არის ჯანსაღი", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულმა საქმიანობამ.
კლება მშენებლობის, სამთომომპოვებელი და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,7%.