ჩვეულებრივი ადამიანის სანაქებო საქციელი: როგორ ეხმარება რიგითი თბილისელი ძაღლებს – ვიდეო

გამოწერა
15 წელზე მეტია, თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები 46 წლის პაველ ჯურაევი უსახლკარო ძაღლებს უვლის.
პაველი დიდიხანია უმუშევარია, იკვებება უფასო სასადილოებში და გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ის საკუთარ თავზე კი არა, ოთხფეხა მეგობრებზე ღელავს, რომლებზეც საკუთარ დროსა და ენერგიას ხარჯავს.
პაველი ცხოველებს სახელებს არქმევს და ცდილობს, რომ ზამთრის სიცივეში მათ თავშესაფარი ჰქონდეთ. იგი უკმაყოფილოა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მუშაობით. მას დროდადრო მეგობრებიც ეხმარებიან, ამ ფულით იგი ძაღლებისთვის ყიდულობს საკვებს, უკეთებს ვაქცინაციას და მკურნალობს მათ.
თბილისში დაახლოებით 40 ათასი მიუსაფარი ძაღლია - მიუხედავად სტერილიზაციისა, მათი რაოდენობა ქუჩებში იზრდება. მაგრამ პაველის მსგავსი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებს ეხმარებიან და ცდილობენ მათთვის რაღაც მაინც გააკეთონ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სულ უფრო იზრდება, რაც იმედის მომცემია.
ყველა ახალი ამბავი
0