სარფში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik.
სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, იუწყება სასაზღვრო პოლიცია.
პოლიციამ 45 წლის მამაკაცისახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0