https://sputnik-georgia.com/20251223/parlamentis-tavmjdomare-liluashvilis-dakavebas-exmaureba-296318651.html
პარლამენტის თავმჯდომარე სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T16:08+0400
2025-12-23T16:08+0400
2025-12-23T16:08+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებები მეტყველებს მმართველი გუნდის სიძლიერეზე, რომელიც საკუთარ რიგებში კორუფციის შემთხვევებს ავლენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019-2025 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, გენპროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა წარდგენილ ბრალდებებზე.მისი თქმით, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მოქმედებენ კორუფციის ყველა შესაძლო შემთხვევის გამოსავლენად.ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, გადაიხადა გირაო და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ელოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავებას ეხმაურება
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებები მეტყველებს მმართველი გუნდის სიძლიერეზე, რომელიც საკუთარ რიგებში კორუფციის შემთხვევებს ავლენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019-2025 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, გენპროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა წარდგენილ ბრალდებებზე.
მისი თქმით, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მოქმედებენ კორუფციის ყველა შესაძლო შემთხვევის გამოსავლენად.
„პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს და ხალხს პირობა მისცა, რომ საქართველო კორუფციის დაბალი დონოთ ევროპის სამ ქვეყანას შორის შევა. ამ დაპირების ნაწილი კორუფციის შემთხვევების აქტიური გამოვლენაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, გადაიხადა გირაო და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ელოდება.