https://sputnik-georgia.com/20251223/kobaxidze-rusettan-urtiertobis-politikaze-296316319.html
ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები": პრემიერი საქართველოს რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაზე
ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები": პრემიერი საქართველოს რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაზე
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა... 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T14:00+0400
2025-12-23T14:00+0400
2025-12-23T14:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას აგრძელებს, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“, რომელთა აღმოფხვრის გარეშე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ნათელია. თბილისისთვის საკვანძო, „წითელ ხაზად“ ტერიტორიების საკითხი რჩება, რომლის გადაჭრის გარეშეც სტატუს-კვოს გადახედვაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები": პრემიერი საქართველოს რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაზე
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას აგრძელებს, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“, რომელთა აღმოფხვრის გარეშე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.
„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა, არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და კვლავაც ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება. რა თქმა უნდა, ამ გზაზე არის უამრავი სირთულე და, ბუნებრივია, გლობალური პოლიტიკაც რთულად ვითარდება", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ნათელია. თბილისისთვის საკვანძო, „წითელ ხაზად“ ტერიტორიების საკითხი რჩება, რომლის გადაჭრის გარეშეც სტატუს-კვოს გადახედვაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.
„ამას აქვს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი... ვნახოთ როგორ შეიცვლება გარემოებები მომავალში, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ განვუცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები" და მათგან მთავარი დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.