https://sputnik-georgia.com/20251223/kaladze-miwiszeda-metros-proeqti-droebit-shevacheret-296322297.html
კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
Sputnik საქართველო
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T21:00+0400
2025-12-23T21:00+0400
2025-12-23T21:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_89471ae59264337f917a2c005e380bcd.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შეაჩერა, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა, დედაქალაქის თბილისის მერმა კახა კალაძემ. საუბარია მეტროს ახალი ხაზის სამგორი–ლილო–აეროპორტის მშენებლობაზე. კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს დაახლოებით რვა ახალი სადგურის აშენება იგეგმებოდა. მიწისზედა მეტროთი მისვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდეც იქნებოდა შესაძლებელი. რაც შეეხება მეტროს სადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ დაგრძელებას, მერის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი ორი სადგურით - თითოეული მიმართულებით თითო სადგურით - გაფართოვდება. ვარკეთილის მიმართულებით მეტროს პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე სულ 1,2 კმ იქნება. ახალი სადგური დილის პიკის საათში 4,5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება. რაც შეეხება მიმართულებას ქალაქის მეორე ბოლომდე - გლდანამდე - იგი 1,1 კმ-ით დაგრძელდება. დილის პიკის საათში ახალი სადგური 5,5 ათასამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც „სადგურის მოედნამდე" მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის დრო თითქმის 20 წუთით. მერის გათვლებით, მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_fcf902cd814e0034604cf4e87c135276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შეაჩერა, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა, დედაქალაქის თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საუბარია მეტროს ახალი ხაზის სამგორი–ლილო–აეროპორტის მშენებლობაზე. კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა.
„ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროს სადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. ყველაფერი დავთვალეთ და პრიორიტეტებს მივაქციეთ ყურადღება“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს დაახლოებით რვა ახალი სადგურის აშენება იგეგმებოდა. მიწისზედა მეტროთი მისვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდეც იქნებოდა შესაძლებელი.
რაც შეეხება მეტროს სადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ დაგრძელებას, მერის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი ორი სადგურით - თითოეული მიმართულებით თითო სადგურით - გაფართოვდება.
ვარკეთილის მიმართულებით მეტროს პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე სულ 1,2 კმ იქნება. ახალი სადგური დილის პიკის საათში 4,5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება.
რაც შეეხება მიმართულებას ქალაქის მეორე ბოლომდე - გლდანამდე - იგი 1,1 კმ-ით დაგრძელდება. დილის პიკის საათში ახალი სადგური 5,5 ათასამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც „სადგურის მოედნამდე" მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის დრო თითქმის 20 წუთით.
მერის გათვლებით, მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.