https://sputnik-georgia.com/20251223/grigol-liluashvils-brali-waredgina-296325307.html
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T20:47+0400
2025-12-23T20:47+0400
2025-12-23T21:20+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_55ec6b2d87ad681b7ad3b12ecb087cd7.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა, განაცხადა პროკურორმა ჯაბა ქარჩავამ ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ლილუაშვილის ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ბრალთან დაკავშირებით „ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, გადაიხადა გირაო და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ელოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_24:0:1091:800_1920x0_80_0_0_00454bc9b9d700143ae9d9fe8c89250d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
20:47 23.12.2025 (განახლებულია: 21:20 23.12.2025) სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა, განაცხადა პროკურორმა ჯაბა ქარჩავამ ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ბრალდებულის სახით დაკავებულ გიორგი ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოაგწოდებთ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- განაცხადა პროკურორმა.
ლილუაშვილის ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ბრალთან დაკავშირებით „ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, გადაიხადა გირაო და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ელოდება.