მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დასახელდა

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2025
გამოწერა
გამოცემა მიიჩნევს, რომ ქართველ სპორტსმენს გამორჩეულად წარმატებული წელი ჰქონდა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულმა ტელევიზია ESPN-მა წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ს საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 2025 წლის 7 დეკემბერს მან ქამარი პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.
„შესაძლოა, ვიდავოთ კიდეც, მერაბ დვალიშვილმა ზედმეტი ხომ არ აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მთავარს – ყოფილ ჩემპიონს მართლაც გამორჩეული წელი ჰქონდა. დვალიშვილის გამბედაობა აღნიშვნის ღირსია – მან ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ეს იმ ეპოქაში, როცა ჩემპიონები წელიწადში ორჯერაც იშვიათად ჩხუბობენ – სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან“, – წერს ESPN-ი.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ს რეკორდის დამყარება შეეძლო – მან მიმდინარე წელს ქამარი სამჯერ დაიცვა, ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 26 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
მიმდინარე წლის ივლისში ESPN-მა დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და ESPY-ის პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო გადასცა. ს პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ESPY-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ტელეკომპანია ESPN 2025 წლის ჩათვლით ორგანიზაცია UFC-ს ოფიციალური პარტნიორი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0