https://sputnik-georgia.com/20251223/8961-zagli-bunebriv-garemoshi-daabrunes-296317921.html
8,9 ათასზე მეტი მიუსაფარი ცხოველი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
8,9 ათასზე მეტი მიუსაფარი ცხოველი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T16:49+0400
2025-12-23T16:49+0400
2025-12-23T16:49+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_239be28f6beb955fff69e58095316974.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 9.136 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 8.961 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები: უწყების ცნობით, 175 ძაღლი/კატა ამჟამად იმყოფება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ. პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_68d6353d038ad4a6c8cb0f56603af569.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები
8,9 ათასზე მეტი მიუსაფარი ცხოველი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 9.136 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 8.961 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 9.136 ძაღლი/კატა;
სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა 8.961 ცხოველს;
იდენტიფიცირდა/საყურე ნიშნით დაითაგა 9.048
უწყების ცნობით, 175 ძაღლი/კატა ამჟამად იმყოფება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.
პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.