https://sputnik-georgia.com/20251222/saqartvelom-da-serbetma-savachro-ekonomikuri-tanamshromlobis-prioritetebi-ganixiles-296303093.html
საქართველომ და სერბეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს
საქართველომ და სერბეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა ორ... 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T19:00+0400
2025-12-22T19:00+0400
2025-12-22T19:00+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_817dcdb26a4b423aa323651cf9157ceb.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელეულ განცხადებაში.მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნასა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებულ სტიმულს წარმოადგენს როგორც ტურიზმის, ისე ბიზნეს-სექტორში კომუნიკაციების განვითარებისთვის.საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სერბ კოლეგასთან დეტალურად განიხილა საქართველოს მთავრობის ხედვა და გეგმები, მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარება და ქვეყანაში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.გარდა ამისა, ორი ქვეყნის მინისტრები გახსნიან საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომას და ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_e65b2a86d278b606b3b93b9bf198b558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელეულ განცხადებაში.
მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნასა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებულ სტიმულს წარმოადგენს როგორც ტურიზმის, ისე ბიზნეს-სექტორში კომუნიკაციების განვითარებისთვის.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სერბ კოლეგასთან დეტალურად განიხილა საქართველოს მთავრობის ხედვა და გეგმები, მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარება და ქვეყანაში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
გარდა ამისა, ორი ქვეყნის მინისტრები გახსნიან საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომას და ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.