რომელია ყველაზე პოპულარული სახელები თბილისსა და ბათუმში

© Sputnik / Levan Avlabreliახალგაზრდა ქალები კაფეში
ახალგაზრდა ქალები კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2025
გამოწერა
სააგენტო საქართველოში პოპულარული ქალისა და მამაკაცის სახელების შესახებ საინტერესო სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში მამაკაცების ყველაზე გავრცელებული სახელებია გიორგი, დავითი და ალექსანდრე, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი სერვისების განვითარების სააგენტოს მასალებში.
უწყების ცნობით, დედაქალაქში მცხოვრები მამაკაცებიდან გიორგი ჰქვია 65,1 ათასს, დავითი - 26,4 ათასს, ალექსანდრე - 19,8 ათასს.
თბილისში მამაკაცების სახელების პირველი ათეული ასე გამოიყურება: გიორგი, დავითი, ალექსანდრე, ნიკოლოზი, ლუკა, ირაკლი, ლევანი, ზურაბი, საბა და ლაშა.
რაც შეეხება ბათუმს, თბილისის მსგავსად, აქაც სამი ყველაზე პოპულარული სახელია: გიორგი (6,5 ათასი), დავითი (3,8 ათასი) და ალექსანდრე (2,5 ათასი). შემდეგ მოდის - ირაკლი, ლუკა, ნიკოლოზი, ნიკა, ზურაბი, ანდრია, ლევანი და საბა.
თბილისსა და ბათუმში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ნინო - თბილისში ნინო ჰქვია 44,1 ათას ქალს, ბათუმში - 4,4 ათასს.
დედაქალაქში ყველაზე პოპულარული ქალის სახელების ათეულშია: ნინო, მარიამი, ანა, მაია, ელენე, ქეთევანი, ნანა და მარიამი. ბათუმში კი ნინო, მარიამი, ანა, თამარი, მაია, ელენე, ნათია, ქეთევანი, ნანა და ხათუნა.
სააგენტო საქართველოში პოპულარული ქალისა და მამაკაცის სახელების შესახებ საინტერესო სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0