https://sputnik-georgia.com/20251222/riabkovi-ukrainis-krizisis-konteqstshi-rusets-ashsh-kitxvebi-aqvs-296306398.html
რიაბკოვი: უკრაინის კრიზისის კონტექსტში რუსეთს აშშ-სთვის სერიოზული კითხვები აქვს
რიაბკოვი: უკრაინის კრიზისის კონტექსტში რუსეთს აშშ-სთვის სერიოზული კითხვები აქვს
Sputnik საქართველო
მიმდინარე რუსეთ-ამერიკული დიალოგის წარმატება წინასწარ განსაზღვრული არ არის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T21:32+0400
2025-12-22T21:32+0400
2025-12-22T21:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290537111_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_09e0ae94385ca52d56d1f473e16809c9.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვს კვლავ არაერთი სერიოზული კითხვა აქვს აშშ-სთან, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის კონტექსტში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა სადისკუსიო კლუბ Валдай-ში სიტყვით გამოსვლისას.„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარე უმაღლეს დონეზე დაეთანხმა იმას, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ნატოს თავდაჯერებული გაფართოება იყო რუსეთის საზღვრებისკენ. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ნათლად ეხება ნატოს განუსაზღვრელი ვადით გაფართოების მიუღებლობას. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან კითხვები არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში“, - განაცხადა რიაბკოვმა.მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დიალოგის წარმატება წინასწარ განსაზღვრული არ არის.აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განცხადება გააკეთა. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის და ერთგული რჩება ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების.2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯერად კუშნერი მიიღო. შეხვედრა კრემლში გაიმართა, მხარეები ხუთ საათზე მეტ ხანს განიხილავდნენ ამერიკული სამშვიდობო ინიციატივის შინაარსს, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290537111_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_794fdf5b71690adf7e1be8b96b97b052.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ
რიაბკოვი: უკრაინის კრიზისის კონტექსტში რუსეთს აშშ-სთვის სერიოზული კითხვები აქვს
მიმდინარე რუსეთ-ამერიკული დიალოგის წარმატება წინასწარ განსაზღვრული არ არის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვს კვლავ არაერთი სერიოზული კითხვა აქვს აშშ-სთან, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის კონტექსტში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა სადისკუსიო კლუბ Валдай-ში სიტყვით გამოსვლისას.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარე უმაღლეს დონეზე დაეთანხმა იმას, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ნატოს თავდაჯერებული გაფართოება იყო რუსეთის საზღვრებისკენ. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ნათლად ეხება ნატოს განუსაზღვრელი ვადით გაფართოების მიუღებლობას. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან კითხვები არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დიალოგის წარმატება წინასწარ განსაზღვრული არ არის.
„მიმდინარე რუსეთ-ამერიკული დიალოგის წარმატება წინასწარ განსაზღვრული არ არის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ნანგრევებში დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენი ურთიერთობები, მათი ნორმალიზება მოითხოვს მნიშვნელოვან დროს, ორივე მხარის ნამდვილ ვალდებულებას და უზარმაზარ ძალისხმევას“, - განაცხადა მან.
აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განცხადება გააკეთა. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის და ერთგული რჩება ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების.
2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯერად კუშნერი მიიღო. შეხვედრა კრემლში გაიმართა, მხარეები ხუთ საათზე მეტ ხანს განიხილავდნენ ამერიკული სამშვიდობო ინიციატივის შინაარსს, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა.