https://sputnik-georgia.com/20251222/qvrivishvili-vizitit-serbets-ewvia-296295147.html
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება
Sputnik საქართველო
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T13:26+0400
2025-12-22T13:26+0400
2025-12-22T13:26+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_6f5022e9cfb023490a2d9a8c5d3361d5.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც, თანათავმჯდომარეების რანგში, მარიამ ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან.სხდომაზე განხილულ იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის ფარგლებშიც მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Eagle Hills-ის მიერ ბელგრადში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს – Eagle Hills-Belgrad Waterfront-ს დაათვალიერებს.მინისტრი ასევე ეწვევა ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2027“-ის პრეზენტაციას გაეცნობა. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_51:0:1472:1066_1920x0_80_0_0_120e97f7f7e9c20d7d1413103d82fae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც, თანათავმჯდომარეების რანგში, მარიამ ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან.
სხდომაზე განხილულ იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის ფარგლებშიც მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Eagle Hills-ის მიერ ბელგრადში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს – Eagle Hills-Belgrad Waterfront-ს დაათვალიერებს.
მინისტრი ასევე ეწვევა ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2027“-ის პრეზენტაციას გაეცნობა. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.