https://sputnik-georgia.com/20251222/parlmentma-erovnul-banktan-mimartebit-kanonmdebloba-gaamkacra-296294856.html
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაიზარდა
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაიზარდა
Sputnik საქართველო
ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T12:52+0400
2025-12-22T12:52+0400
2025-12-22T12:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები, რომლის თანახმადაც ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. ადრე კომისია თავად განიხილავდა 50 ათას ლარამდე ოდენობის დავებს.გარდა ამისა, როგორც სებ-ში განმარტავენ, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს.მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაიზარდა
ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები, რომლის თანახმადაც ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.
ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. ადრე კომისია თავად განიხილავდა 50 ათას ლარამდე ოდენობის დავებს.
გარდა ამისა, როგორც სებ-ში განმარტავენ, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.
„აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.