https://sputnik-georgia.com/20251222/konkurenciis-saagentomwolt-georgia-dakavshirebit-gadawkvetileba-miigo-296298398.html
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რა დაევალა Wolt Georgia-ს
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რა დაევალა Wolt Georgia-ს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების კომპანია „ვოლტ ჯორჯიას“ (Wolt... 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T17:29+0400
2025-12-22T17:29+0400
2025-12-22T17:29+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287506675_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d9086807b6341c20288298ffa5941535.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების კომპანია „ვოლტ ჯორჯიას“ (Wolt Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.უწყების ცნობით, სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევები.საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. საქართველოში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287506675_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ee530be7ea81a1ba85493267a11e2a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რა დაევალა Wolt Georgia-ს
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების კომპანია „ვოლტ ჯორჯიას“ (Wolt Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
უწყების ცნობით, სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევები.
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
„შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.