https://sputnik-georgia.com/20251222/ekonomikuri-zrdis-machvenebeli-daazustes-296294504.html
საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
Sputnik საქართველო
2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში დაფიქსირდა. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T10:52+0400
2025-12-22T10:52+0400
2025-12-22T10:52+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ff6c8ad814d9e28f0d899225fc77ce2a.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა. 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 10,% შეადგინა.მიმდინარე ფასების პირობებში, 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ-მა 27,9 მლრდ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 4,7% შეადგინა, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 2,8 ათასი დოლარი.ეკონომიკის წამყვანი დარგები2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში დაფიქსირდა.ვარდნა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-3,3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (-5,4%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (-8,7%) სფეროებში.მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უჭირავთ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_be08ba83b26f84bf1b7364a637a050b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს
2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში დაფიქსირდა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა. 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 10,% შეადგინა.
მიმდინარე ფასების პირობებში, 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ-მა 27,9 მლრდ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 4,7% შეადგინა, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 2,8 ათასი დოლარი.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში დაფიქსირდა.
ვარდნა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-3,3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (-5,4%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (-8,7%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უჭირავთ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.