უშაკოვი: ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები ხელს უშლის მშვიდობის მიღწევას

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
გამოწერა
უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ თეთრი სახლის გეგმას ამჟამად აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები განიხილავენ.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაში ევროპელებისა და უკრაინელების მიერ შეტანილი დებულებები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევასთან არ გვაახლოებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის დებულებები, რომელთა დამატებასაც ევროპელები ცდილობენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ნამდვილად არ აუმჯობესებს“, - განაცხადა უშაკოვმა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, მას ჯერ არ უნახავს აშშ-ის დოკუმენტები ევროპასთან და კიევთან მოლაპარაკებების შემდეგ მშვიდობიანი შეთანხმების შესახებ.
ადრე კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვი მკაცრად გააპროტესტებდა უკრაინასთან დაკავშირებით მიუღებელი შესწორებების შეტანას.
ნოემბერში ვაშინგტონმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განაცხადა. თავდაპირველად, ის 28 პუნქტისგან შედგებოდა, თუმცა მოგვიანებით რაოდენობა შეიცვალა.
2 დეკემბერს რუსეთის ლიდერმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მიიღო. მოსკოვში ვიზიტი უკრაინისთვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის განხილვას უკავშირდებოდა. კრემლში განაცხადეს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.
გასულ კვირას ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა, რათა განეხილათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ამერიკული გეგმა.
ზელენსკიმ ასევე შეხვედრა გამართა უიტკოფთან და კუშნერთან. ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფმა მიღწეულ პროგრესზე განაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0