საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზის რეაბილიტაცია: ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

© photo: courtesy of Miho Neimanთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
გამოწერა
სარემონტო სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და 19,2 მილიონი ლარი დაჯდება.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის რეგიონის თუშეთთან დამაკავშირებელი ყველაზე სახიფათო გზის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება.
სამუშაოების ეტაპობრივად შესასრულებლად კომპანიების მოძიების მიზნით გზა რვა მონაკვეთად დაიყო. პირველ მონაკვეთზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა, ხოლო ბოლო მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებისთვის - 2025 წლის ნოემბერში.
კომპანიამ უნდა აღადგინოს არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ უნდა დაამონტაჟოს სადრენაჟე სისტემები და დამცავი ნაგებობები. სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და 19,2 მილიონი ლარი დაჯდება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა და გადის აბანოს უღელტეხილის გავლით, რომელიც ზღვის დონიდან 2.950 მეტრ სიმაღლეზეა. გზა ვიწროა და ხშირად იმეწყრება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წელიწადში დაახლოებით ოთხი–ხუთი თვეა შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0