https://sputnik-georgia.com/20251221/maskis-qonebam-700-mlrd-dolars-gadaacharba-296288475.html
Forbes: მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა
Forbes: მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მასკის ქონება 24,6 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. 21.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-21T19:00+0400
2025-12-21T19:00+0400
2025-12-21T19:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283902449_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e8bac094ebd721c41ef30a0587486aa2.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა, იუწყება ჟურნალი Forbes-ი.როგორც გამოცემა აღნიშნავს, მასკის ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის აქციების ოფციონების ბათილად ცნობის შესახებ, რომელთა ღირებულება ამჟამად 139 მლრდ დოლარს შეადგენს.მანამდე, Forbes-მა მასკი პირველ ადამიანად დაასახელა, რომლის ქონებამაც 600 მლრდ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ SpaceX-მა სატენდერო შეთავაზება წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია 800 მილიარდ დოლარად შეფასდა.ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მასკის ქონება 24,6 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. შემდეგ, 2021 წლის იანვარში, ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა, მაშინ მისმა ქონებამ 200 და 300 მლრდ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, 2024 წელს კი მასკის ქონებამ 400 და 500 მილრდ დოლარს გადააჭარბა.მეწარმის გარდა, ერთადერთი ადამიანი, ვისი ქონებაც 300 და 400 მილიარდ დოლარს აღწევდა, Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი იყო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283902449_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ec58c26e02db146b6768b06342d854b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
Forbes: მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მასკის ქონება 24,6 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 700 მლრდ დოლარს გადააჭარბა, იუწყება ჟურნალი Forbes-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მასკის ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის აქციების ოფციონების ბათილად ცნობის შესახებ, რომელთა ღირებულება ამჟამად 139 მლრდ დოლარს შეადგენს.
„Forbes-ის შეფასებით, გადაწყვეტილების წარმატებით გასაჩივრების შემდეგ, მასკის ქონებამ რეკორდულ 749 მილრდ დოლარს მიაღწია", - წერს ჟურნალი.
მანამდე, Forbes-მა მასკი პირველ ადამიანად დაასახელა, რომლის ქონებამაც 600 მლრდ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ SpaceX-მა სატენდერო შეთავაზება წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია 800 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მასკის ქონება 24,6 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. შემდეგ, 2021 წლის იანვარში, ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა, მაშინ მისმა ქონებამ 200 და 300 მლრდ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, 2024 წელს კი მასკის ქონებამ 400 და 500 მილრდ დოლარს გადააჭარბა.
მეწარმის გარდა, ერთადერთი ადამიანი, ვისი ქონებაც 300 და 400 მილიარდ დოლარს აღწევდა, Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი იყო.