https://sputnik-georgia.com/20251220/tbilisis-semovliti-gzis-sruli-ganaxleba-igegmeba-inftastruqturis-ministri-296280301.html
თბილისის შემოვლითი გზის სრული განახლება იგეგმება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
თბილისის შემოვლითი გზის სრული განახლება იგეგმება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
Sputnik საქართველო
50 კილომეტრიანი შემოვლითი გზა მცხეთიდან დაიწყება და გვირაბების გავლით თბილისის ზღვას, ავჭალასა და გლდანის რაიონებს დაუკავშირდება 20.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-20T18:10+0400
2025-12-20T18:10+0400
2025-12-20T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_89ca1d83f9c4035f5d9dac13a04162e1.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.საქართველოს დედაქალაქში შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელი გახდა ქალაქში სატვირთო მანქანების მოძრაობის განტვირთვისა და მზარდი ტრაფიკის ფონზე საცობების შემცირების მიზნით.მისი თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანმა შეუფერხებლად იმუშაოს და თბილისს გვერდით აუაროს.„ამ შემოვლით გზას ექნება ბევრი დაერთება ქალაქთან, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ.“ - აღნიშნა სოხაძემ.პროექტის მიხედვით, 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზა მცხეთიდან დაიწყება და გვირაბების გავლით თბილისის ზღვას, ავჭალასა და გლდანის რაიონებს დაუკავშირდება, შემდეგ კი ლილოს გავლით, ქალაქ რუსთავის მიმართულებით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_111:0:1932:1366_1920x0_80_0_0_352c1cfe97670c44938582ac15602c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე
თბილისის შემოვლითი გზის სრული განახლება იგეგმება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
50 კილომეტრიანი შემოვლითი გზა მცხეთიდან დაიწყება და გვირაბების გავლით თბილისის ზღვას, ავჭალასა და გლდანის რაიონებს დაუკავშირდება
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
საქართველოს დედაქალაქში შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელი გახდა ქალაქში სატვირთო მანქანების მოძრაობის განტვირთვისა და მზარდი ტრაფიკის ფონზე საცობების შემცირების მიზნით.
„წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით. ეს არის ოთხ ლოტად დაყოფილი. უკვე მომავალი წლიდან აქტიურად გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანმა შეუფერხებლად იმუშაოს და თბილისს გვერდით აუაროს.
„ამ შემოვლით გზას ექნება ბევრი დაერთება ქალაქთან, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ.“ - აღნიშნა სოხაძემ.
პროექტის მიხედვით, 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზა მცხეთიდან დაიწყება და გვირაბების გავლით თბილისის ზღვას, ავჭალასა და გლდანის რაიონებს დაუკავშირდება, შემდეგ კი ლილოს გავლით, ქალაქ რუსთავის მიმართულებით გაგრძელდება.